ელექტრონული პროგრამების პრეზენტაცია უზენაეს...

przentacia

ელექტრონული პროგრამების პრეზენტაცია უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 29/09/2011

უკვე სახლიდან გაუსვლელად, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდიდან მოსახლეობას საშუალება ექნება, მოიძიოს მისთვის საინტერესო სასამართლო გადაწყვეტილებები, მათ შორის ათეული წლების წინ დაარქივებული მასალებიც.
აღნიშნული პროგრამების პრეზენტაცია 29 სექტემბერს, 12 საათზე უზენაეს სასამართლოში გაიმართა. პრეზენტაციას საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები დაესწრნენ. 

წარმოდგენილი საძიებო პროგრამების საშუალებით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიძიონ, როგორც უზენაესი სასამართლოს ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებები, ასევე ისარგებლონ არქივის საძიებო სისტემით და გაეცნონ 1971-2005 წლებში განხილულ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს. 

უზენაესი სასამართლოს არქივში დაცულია ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიცაა: ძიუდოში ევროპის ჩემპიონის საქმე, სხვადასხვა დანაშაულებებში ბრალდებული მხედრიონელების საქმეები და, ასევე 70 წლების პარტიული მაღალჩინოსნების საქმეები, რომლებიც ქრთამის ბრალდებით დახვრიტეს.
ამ და კიდევ ბევრი საინტერესო საქმის გაცნობა 29 სექტემბრიდან დაინტერესებულ პირებს უკვე ინტერნეტის საშუალებით შეეძლებათ. პროგრამის გამოყენება მარტივია და იგი კიდევ უფრო მეტად გაზრდის სასამართლოს ხელმისაწვდომობას.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi