უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო...

sk2

უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სამართალწარმოების პრაქტიკის თაობაზე კონფერენცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 16/06/2015

2015 წლის 15 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩატარდა კონფერენცია „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სისხლის სამართლის სამართალწარმოების პრაქტიკა“.

კონფერენციას გახსნეს  და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა.

15 ივნისის კონფერენციაზე მონაწილეებმა განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ირიბი ჩვენების თაობაზე, ასევე, საერთო სასამართლოების პრაქტიკა ამ საკითხთან მიმართებაში.

ნინო გვენეტაძემ ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მნიშვნელობას საერთო სასამართლოების მოსამართლეების მიერ გადაწყვეტილებების დასაბუთების პროცესში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების განმარტების უფრო ქმედითი მექანიზმების შემუშავების აუცილებლობისა და სამართალწარმოებაში გამოყენების შესახებ.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები,  ადვოკატები, პროკურორები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

ფოტო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi