უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კახეთის...

wqdqd

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კახეთის რეგიონის მოსამართლეებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 15/06/2015

2015 წლის 12-13  ივნისს  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე  მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით კახეთის რეგიონის მოსამართლეებს შეხვდა.

ნინო გვენეტაძემ  შეხვედრის მონაწილეებს წარმოუდგინა მოხსენება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ.

განხილვის თემა გახლდათ ასევე საქართველოს კანონებში:  „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“, „უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმების შესახებ“  შესატანი ცვლილებები.

კანონპროექტების შესახებ მოხსენებების წარმოდგენის შემდეგ  გაიმართა დისკუსია, სადაც მოსამართლეებმა წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები და ასევე, გამოთქვეს კმაყოფილება, რომ ცვლილებათა პაკეტის პარლამენტში განხილვამდე მოსამართლეთა კორპუსში მოხდა მასზე მსჯელობა.

შეხვედრის ინიციატორია საქართველოს უზენაესი სასამართლო. შეხვედრა გაიმართა  ევროპის საბჭოს პროექტი „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ მხარდაჭერით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi