უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის...

rgerg

უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 11/06/2015

2015 წლის 10 ივნისს უზენაეს სასამართლოში გაიმართა მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატებისგან შემდგარი  სამუშაო  ჯგუფის შეხვედრა.  ჯგუფის წევრებმა   სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარებთან დაკავშირებულ  საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. „მოხარული ვარ, რომ სამუშაო ჯგუფში გაერთიანებული არიან პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი იურისტები, რაც პროექტის წარმატების საფუძველი გახდება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს ჭრილში, რაც საბოლოოდ უნდა აისახოს სასამართლოს გადაწყვეტილებებში,“ განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაიმართა დისკუსია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებისა და დაუშვებელი მტკიცებულებების საკითხებზე.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარები.      პროექტი ხორციელდება ამერიკის იურისტთა ასოციაცია/კანონის უზენაესობის ინიციატივა”-ს (ABA ROLI) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) დახმარებით და ფინანსური მხარდაჭერით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi