უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამერიკის...

eth

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივ მრჩეველს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 09/06/2015

2015 წლის 9 ივნისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის  სამართლებრივ მრჩეველს საქართველოში მაიკლ გრანტს და მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ნიკოლას ბერლინერს შეხვდა. მაიკლ გრანტმა  ამ პოზიციაზე ჯარედ კიმბალი  შეცვალა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მართლმსაჯულების მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, მათ შორის იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც სასამართლოს ანგარიშვალდებულების გაზრდას და მართლმსაჯულების ეფექტურ ფუნქციონირებას უკავშირდება.

ნინო გვენეტაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქმეთა წარმოებისა და საქმეთა შემთხვევითი განაწილების ელექტრონულ სისტემებზე, რომელთა წარმატებით განხორციელების შედეგად გაიზრდება სასამართლოს გამჭვირვალობა და შესაბამისად,  საზოგადოების ნდობა სასამართლოს მიმართ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლის მნიშვნელობაზე და საბჭოს გაძლიერებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. „მნიშვნელოვანია საბჭოს საქმიანობის სტანდარტის ამაღლება, რაც მოემსახურება მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით გამწესების დროს გამოვლენილი პრობლემების დაძლევას და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა ჩარიცხვის ეფექტური მექანიზმების დანერგვას“. განაცხადა ნინო გვენეტაძემ.  

ერთსაათიანი შეხვედრის ფორმატში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის დაწყების, 2016 წლიდან მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე, ასევე, ახალი საძიებო სისტემის შექმნის თაობაზე, რომელიც მოსამართლეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს დაეხმარება მოიძიონ ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი განმარტებები.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის  სამართლებრივი მრჩეველმა კმაყოფილება გამოთქვა სასამართლოს მიერ დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პროგრამის ფარგლებში აქტიური დახმარება შესთავაზა. 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi