უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დასავლეთ...

ftrhj

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დასავლეთ საქართველოს რეგიონის მოსამართლეებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 08/06/2015

2015 წლის 6-7 ივნისს ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დასავლეთ რეგიონის სასამართლოების მოსამართლეებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის გაგრძელებაა, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

ნინო გვენეტაძემ მოსამართლეების წინაშე დისკუსიის რეჟიმში წარმოადგინა მოხსენებები: „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ და „უზენაესი სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმების შესახებ“ კანონებში შესატანი ცვლილებების შესახებ.

კანონპროექტების შესახებ მოხსენებების წარმოდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოსამართლეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ამ ფორმატში დისკუსიის გამართვისთვის და აღნიშნეს, რომ დასაფასებელია მათი აზრის და პოზიციების მოსმენა და გაზიარება.

შეხვედრაზე დამსწრე მოსამართლეთა უმეტესმა ნაწილმა აღნიშნა, რომ მათთვის ცხადია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის  შემოღების საჭიროება დისციპლინური სამართლაწარმოების მექანიზმის ასამოქმედებლად. აღნიშნული ინსტიტუტი მოემსახურება დისციპლინური სამქისწარმოების მიზანს და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის.

“იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის დროს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  გამოთქვა მოსაზრება, მსმენელთა სწავლების პროცესში რეგიონის მოსამართლეების  ექსპერტებად ჩართვის შესახებ.  მოსამართლეთა კორპუსმა ასევე წარმოადგინა მოსაზრებები  პრაქტიკულ სამოსამართლეო საქმიანობაში  არსებულ პრობლემურ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან აღნიშნული შეხვედრები ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ მხარდაჭერით.

მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ნინო გვენეტაძე   მოსამართლეთა კორპუსს უკვე მეხუთედ შეხვდა. მომდევნო შეხვედრა აღმოსავლეთ რეგიონის მოსამართლეებისთვის ყვარელში 12-13 ივნისს გაიმართება. 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi