ნინო გვენეტაძე ეროვნული ანტიკორუფციული...

wfrwfrw

ნინო გვენეტაძე ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიშის მოსმენაზე სიტყვით გამოვიდა

გამოქვეყნებულია: 08/06/2015

2015 წლის 8 ივნისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიშის წარდგენას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.

ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ვრცელი ანგარიში დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა. აღნიშნულ ანგარიშში საქართველოს 12 ინსტიტუტის  საქმიანობაა განხილული. 2015 წლის დოკუმენტი ასახავს იმ დადებით და უარყოფით მხარეებს, რომლებიც სისტემაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოხდა.

აღნიშნულ კვლევაში 2011-2015 წლებში მომხდარი ძირითადი პოზიტიური ცვლილებებიდან სასამართლო მიმართებაში გამოიკვეთა „უფრო დამოუკიდებელი სასამართლო, რაც გამოიხატება მოსამართლეთა უფრო გაბედულ პოზიციაში პროკურატურასთან ურთიერთობისას სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს, აგრეთვე კერძო მხარეების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული ადმინისტრაციული დავების რიცხვის ზრდაში“.

ამავე დროს, კვლევაში მითითებულია, რომ „ყოფილი თანამებობის პირთა მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში პოლიტიკური მოტივაციისა და სამართლის შერჩევითად გამოყენების ნიშნები ჩრდილს აყენებს როგორც სასამართლოს, ისე სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობას“

სიტყვით გამოსვლისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მიმოიხილა ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც სასამართლო ხელისუფლების მიერ უნდა გატარდეს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში.

„მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილებები უნდა აღმოჩნდეს გარდამტეხი, იმ პრობლემების დაძლევაში, რომელიც წარმოდგენილია ანტიკორუფციული პროგრამის 2015 წლის ანგარიშში და რომელიც თვითოეულ მოქალაქეს, სამართალწარმოების მხარეებს და მომხმარებლებს აინტერესებთ.“ განაცხადა თავის მოხსენებაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და დაწვრილებით ისაუბრა იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე, პრაქტიკულ სამოსამართლეო საქმიანობაში.

ნინო გვენეტაძემ ასევე ხაზი გაუსვა რამდენიმე მოსამართლის მიერ შესაძლო კორუფციის არსებობის საფრთხესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მოხდა განცხადებაზე მყისიერი რეაგირება, 10 ივნისს უკვე დაგეგმილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც   მოხდება საკითხის განხილვა. ნინო გვენეტაძემ აღნიშნა მედიის, არასამთავრობო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა, საზოგადოების წინაშე სასამართლო ხელისუფლების ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. „უსაფუძვლოდ ჩრდილის  ქვეშ არ უნდა დადგეს სასამართლოს პრესტიჟი და ავტორიტეტი და თუ ასეთი საფრთხეები რეალურად არსებობს, უნდა მივიღოთ მყისიერი ღონისძიებები, რათა  არ მოხდეს მართლმსაჯულების სტანდარტის დაწევა“განაცხადა  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi