უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე...

dghhrhr

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის მთავარ გამოწვევებზე მოსამართლეებთან ერთად დისკუსიას აგრძელებს

გამოქვეყნებულია: 05/06/2015

2015 წლის 4 ივნისს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ  მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით  მორიგი შეხვედრა გახსნა.  შეხვედრას მოსამართლეთა კორპუსის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასაწყისში ნინო გვენეტაძემ მოსამართლეებს იმ გაწეული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის დამატებითი შენობის გამოყოფასა და მოსამართლეთა რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს. როგორც უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ განაცხადა, აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელებთან, რათა დროულად მოხდეს დამატებითი შენობის გამოყოფა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის და მოსამართლეთა დღეს არსებულ საშტატო რაოდენობას 2016 წლიდან კიდევ 100 მოსამართლე დაემატოს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე წარმოადგინა მოხსენებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონებში შესატანი ცვლილებების თაობაზე. მოსამართლეებმა დისკუსიის რეჟიმში იმსჯელეს აღნიშნულ ცვლილებებზე და წარმოადგინეს საკუთარი ხედვები და პოზიციები.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მცხეთის, ხაშურის, ბოლნისის, ახალციხისა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოების მოსამართლები. მსგავსი შეხვედრები გაიმართება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონული და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეებთანაც.

6-7 ივნისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იგივე დიალოგის ფორმატში აჭარის რეგიონის მოსამართლეებს შეხვდება.

ფოტო1

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi