უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე „ღია...

dd

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონალურ კონფერენციას დაესწრო

გამოქვეყნებულია: 03/06/2015

2015 წლის 3 ივნისს გაიმართა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონალური კონფერენცია, რომელზეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა დელეგატებს. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საფრანგეთის სახელმწიფო რეფორმისა და გამარტივების მინისტრი ტერი მანდონი, „OGP“-ის სამდივნოს დირექტორის მოადგილე ჯოზეფ პაუელი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისათვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. თბილისის რეგიონალურ კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს ღია მმართველობის კუთხით საკუთარი მიღწევები გაუზიარეს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მისი თქმით, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კომპეტენტური სასამართლო ხელისუფლების დამკვიდრება და საზოგადოებრივი ნდობის გაღვივება უპირველესი ამოცანაა.  გამოკვეთა ის ძირითადი საკითხები, რომლებიც სასამართლო სისტემის რეფორმის და ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: სამართალწარმოების პროცედურების ეფექტიანობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და დროულობა; საერთო სასამართლოებში საქმისწარმოების ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა; სასამართლო სერვისების დროულობა და ხელმისაწვდომობა და სხვა.  თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მიერ დაყენებულ ინიციატივაზე - საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეთა ელექტრონულად განაწილება, რომელიც შემთხვევითობის და თანაბარი და სამართლიანი განაწილების პრინციპებს დაეფუძნება. აქვე, თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საზოგადოების წინაშე მოსამართლეთა თვითკონტროლის მექანიზმის რეალურად ასამოქმედებლად საჭიროა დისციპლინური სამართალწარმოების ახალი საკანონმდებლო რეგულაციის შექმნა.

„სასამართლო კორპუსის მოანწილეობით, პარტნიორი ორგანიზაციებისა და საზოგადოების მხარდაჭერით, ვფიქრობთ სასამრთლო ხელისუფლება გახდება თითოეული ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი და დაიმსახურებს საზოგადოების მაღალ ნდობას“ - განაცხადა თავმჯდომარემ მოხსენების დასასრულს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi