მოსამართლეებისთვის განაჩენის დასაბუთებულობის...

yrtyr

მოსამართლეებისთვის განაჩენის დასაბუთებულობის სტანდარტის ამაღლების მიზნით ტრენინგების კურსი ჩატარდება

გამოქვეყნებულია: 20/05/2015

2015 წლის 19 მაისს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დაიწყო ტრენინგების ციკლი, რომელიც სისხლის სამართლის სფეროში სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთებას ეხება. ღონისძიება საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ გახსნა.

აღნიშნული მიმართულებით  კომპლექსური სამუშაოების განხორციელებისა და მაღალი შედეგის მიღწევის მიზნით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2014 წლის 24 იანვარს შეიქმნა კომისია, რომელმაც მოამზადა სახელმძღვანელო „სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტური გამართულობის თაობაზე“. სახელმძღვანელო მოიცავს თითქმის ყველა მიმართულებას, რაც უკავშირდება სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის დასაბუთებას.

სახელმძღვანელოს მომზადების პროცესში აქტიურად იყო ჩართული ევროპის საბჭო, ევროკავშირის პროექტი „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტი. აღნიშნული პარტნიორები კვლავაც აგრძელებენ პროექტის მხარდაჭერას ტრენინგების ჩატარებისა და მასში უცხოელი ექსპერტების ჩართულობის კუთხით.

ნინო გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა უცხოელ პარტნიორებს გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ  გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხის გაუმჯობესება სასამართლო სისტემისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით:  „ტრენინგების კურსი ემსახურება მიზანს, რომ საქართველოში გვქონდეს სამართალწარმოების პროცესის შედეგად საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილებები, რომელიც გაჯერებული  იქნება  შიდა ეროვნული კანონმდებლობის სწორი სამართლებრივი ანალიზით, ასევე, გამოყენებული იქნება ევროპის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები და ევროპული კონვენციის ნორმები; შედეგად კი, ჩვენს საზოგადოებას ექნება საშუალება მარტივი, გასაგები ფორმით გაეცნოს მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეაფასოს მისი დასაბუთება, კანონიერება, სამართლიანობა. ასევე, ერთ-ერთი შედეგი იქნება უფრო ნაკლები საქმეების  გასაჩივრება შიდა ინსტანციებში და   უკმაყოფილო მხარეების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრების რიცხვის მინიმუმამდე შემცირება.“

წლის განმავლობაში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩატარებული ტრენინგებით სრულად გადამზადდება სისხლის სამართლის მიმართულებით მოქმედი ყველა მოსამართლე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi