ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა...

wrwer

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 20/05/2015

2015 წლის 19 მაისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა, პარლამენტის წევრებმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა,  პრეცედენტული სამართლის ეროვნული სასამართლოების მიერ გამოყენების ხელშეწყობაზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმთან მიმართებაში სასამართლოზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების თაობაზე იმსჯელეს. ამ ოქმის თანახმად, უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებს შეეძლებათ მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის გაცემის მოთხოვნით ისეთ პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც ეხება კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებას ან გამოყენებას.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ და აღნიშნა, რომ ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ნოვაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე სამართალწარმოების პროცესში ევროპული სტანდარტის გადაწყვეტილებების შექმნას და შეამცირებს  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მხარის მიმართვიანობას.

საქართველო ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც აღნიშნული ოქმის რატიფიცირება მოახდინა, თუმცა ოქმის ამოქმედებისთვის ევროსაბჭოს კიდევ ათი წევრი ქვეყნის მიერ რატიფიცირებაა საჭირო.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi