უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართვა...

wqq

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართვა მოსამართლეებს

გამოქვეყნებულია: 20/05/2015

მოგესალმებით კოლეგებო,

მსურს გისურვოთ წარმატებები თქვენს  სამოსამართლო საქმიანობაში და აღვნიშნო, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა, ნდობა სასამართლოს მიმართ დამოკიდებულია სწორედ თითოეული მოსამართლის გულისხმიერებაზე, მონდომებასა და გარჯაზე.   

იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება კონსტრუქციული, ნაყოფიერი და მოემსახურება ქართული სასამართლოს გაძლიერებას, მართლმსაჯულების ხარისხის და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას.   

გამოვხატავ მზაობას, რომ უშუალო კომუნიკაცია ვიქონიო თითოეულ მოსამართლესთან, მოვისმინო თქვენი მოსაზრებები, პრობლემები, რეკომენდაციები.

ამ მიზნით მოგაწვდით ელექტრონულ მისამართს, რომელიც შექმნილია და განკუთვნილია მხოლოდ მოსამართლეებისათვის.

აქვე მსურს აღვნიშნო, რომ სასამართლო რეფორმის მიმდინარე ეტაპზე წარმოდგენილია სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე უზენაესი სასამართლოს მხრიდან, რომლებიც ეხება სასამართლოს ორგანიზაციის, მოსამართლეთა კარიერის, დისციპლინური პასუხისმგებლობის, უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრების დასაშვებობის და სხვა საკითხებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს ინიციატივა მოტანილ იქნეს თქვენამდე და განხილულ იქნეს მოსამართლეთა მეტი ჩართულობითა და მონაწილეობით.

შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები მიაწოდოთ უზენაეს სასამართლოს, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებს და უზენაესი სასამართლოს წინადადებებს იხილავთ უზენაესი სასამართლოს ვებ გვერდზე სპეციალურად შექმნილი ბანერის მეშვეობით „სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა“.

 გისურვებთ წარმატებებს!

პატივისცემით,

ნინო გვენეტაძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

თავმჯდომარე,

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi