უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თბილისის...

erte

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს პროფესიული დღე მიულოცა

გამოქვეყნებულია: 19/05/2015

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლის დღე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს პირადად მიულოცა.  

ნინო გვენეტაძე სამივე კოლეგიის მოსამართლეებს შეხვდა და პროფესიული დღის მილოცვის შემდეგ მოსამართლეებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ნინო გვენეტაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 18 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე, სადაც ფართო მსჯელობის საგანი გახდება მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის  ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ამ განხილვებში მონაწილეობისკენ ყველა მოსამართლეს მოუწოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები მოწონებით შეხვდნენ უზენაეს სასამართლოში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნას. მოსამართლეების განცხადებით, ამ საბჭოს ფორმატში შესაძლებელი იქნება მოხდეს სასამართლო პრაქტიკის ანალიზი და პრობლემური საკითხების ექსპერტულ დონეზე განხილვა.

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა რიცხოვნობის გაზრდასა და საქალაქოსასამართლოს შენობის გაფართოების აუცილებლობაზე გაახვილა ყურადღება.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეების, თანაშემწეებისა და სასამართლოს მომსახურე პერსონალის სამუშაო პირობებიც დაათვალიერა.

ფოტო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi