უზენაეს სასამართლოში პროფესიული დღე ყოფილმა...

tr

უზენაეს სასამართლოში პროფესიული დღე ყოფილმა და მოქმედმა მოსამართლეებმა ერთად აღნიშნეს

გამოქვეყნებულია: 19/05/2015

15 მაისს უზენაესი  სასამართლოს მოქმედმა და ყოფილმა მოსამართლეებმა თავიანთი პროფესიული დღე  დიდი ემოციებით დატვირთულებმა აღნიშნეს.

კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ. „ჩვენ დღეს მოვიწვიეთ უზენაესი სასამართლოს ყველა თაობის მოსამართლე, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით წვლილი შეიტანეს, პროფესიული სტანდარტი დაამკვიდრეს მართლმსაჯულების სისტემაში.  სიტყვა-მოღვაწეობა შემთხვევით არ გამომიყენებია, რადგან მოსამართლეობა არ არის მხოლოდ მოცემულობა, ეს არის ტვირთი,  მისია, რომელიც ქვეყნის წინაშე გეკისრება და რომელიც ღირსეულად უნდა ატარო. დღეს მე ვარ ძალიან ამაყი და ბედნიერი, რომ თქვენგან მივიღე მილოცვა და დაფასება. ეს არის ის ახალი ტრადიცია, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად შევქმნით. მე ვიქნები ძლიერი თქვენი გამოცდილებით, ხოლო თქვენ იამაყებთ  საერთაშორისო სტანდარტის ქართული მართლმსაჯულებით“- აღნიშნა თავის მისალოც სიტყვაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

მოსამართლეებს პროფესიული დღე მიულოცეს  უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარეებმა: მინდია უგრეხელიძემ, კონსტანტინე კემულარიამ, კონსტანტინე კუბლაშვილმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილე ჯიმი ყიფიანმა. მათ მადლობა გადაუხადეს ნინო გვენეტაძეს  პროფესიული დღის ამ განსხვავებულ და სასიამოვნო ფორმატში აღნიშვნისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ მისი ხელმძღვანელობით ქართული სასამართლო სისტემა თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპულ ოჯახში.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა და მოქმედმა მოსამართლეებმა თავიანთი სამოსამართლო მოღვაწეობიდან ბევრი საინტერესო ისტორიაც გაიხსენეს.     

მოსამართლის პროფესიული დღე 1999 წლიდან  აღინიშნება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi