შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების...

uytut

შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების ოფისის წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია: 11/05/2015

2015 წლის 11 მაისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გერმანიის საელჩოს წარმომადგენელს კატერინა დერკორნს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების სამართლის პროგრამის დირექტორს დოქტორ ტომას მაიერს, ამავე პროგრამის საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელ დოქტორ იუნს დეპეს და პროგრამის უფროს სამართლებრივ მრჩეველ თამარ ზოდელავას შეხვდა.

შეხვედრის დასაწყისში სტუმრებმა მიულოცეს თავმჯდომარეს საპასუხისმგებლო პოსტზე დამტკიცება და გამოთქვეს იმედი, რომ სასამართლო რეფორმა მისი თავმჯდომარეობის პერიოდში იქნება ეფექტური და შეუქცევადი პროცესი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ამ ეტაპზე სასამართლო ხელისუფლების წინაშე დგას. განსაკუთრებული ყურადღება ნინო გვენეტაძემ გაამახვილა საქმის წარმოებისა და საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამების მთელი საქართველოს მაშტაბით სამივე ინსტანციის სასამართლოებში დანერგვისა და გამართული ფუნქციონირების შესახებ.  

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების, დისციპლინური სამართალწარმოების გააქტიურების, მოსამართლეთა სპეციალიზაციის საკითხებზე და  სასამართლოს მენეჯმენტის გაუმჯობესების თაობაზე.

ნინო გვენეტაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა იმ  გამოხმაურებისთვის, რომელიც გერმანიის საერთაშორისო  თანამშრომლობის საზოგადოების ექსპერტებმა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით წარმოადგინეს და გამოთქვა იმედი,რომ ორმხრივი თანამშრომლობა   კვლავაც იქნება ეფექტური და საჭიროებების მიხედვით დაგეგმილი.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება საქართველოში 1993 წლიდან მოქმედებს და მას სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერის მიზნით ათეულობით პროექტი აქვს განხორციელებული. 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi