უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ევროპის...

fgr

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 08/05/2015

2015 წლის 7 მაისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ან ბრასორს შეხვდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სტუმარს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ნინო გვენეტაძის განცხადებით,: „ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია შევქმნათ ევროპული სტანდარტის, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული  მართლმსაჯულება.  ყველა ცვლილება, რომელსაც ჩვენ  რეფორმის მესამე ეტაპის განხორციელების დროს ვგეგმავთ, აამაღლებს სასამართლოს მიმართ  საზოგადოების დაკარგულ ნდობას“.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს, როგორც საბოლოო და უმაღლესი საკასაციო ინსტანციის სასამართლოს წინაშე დგას. „ჩვენი გამოწვევაა  უზენაესი სასამართლოს, როგორც საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მიერ  დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებების გამოტანა,  რათა რეალურად დამთავრდეს სამართალწარმოების პროცესი ქვეყნის შიგნით და ნაკლები საქმეები გასაჩივრდეს ევროპის სასამართლოში“

ნინო გვენეტაძემ  ასევე ისაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლსა და მნიშვნელობაზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, და იმ რეფორმებზე, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იგეგმება.

ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ან ბრასორმა მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ამომწურავი ინფორმაციისთვის და იმ სიმამაცისთვის, რომელიც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას ახლავს თან.  „ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის რეპუტაცია, რომელიც თქვენს ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობაში გააჩნია. ამ კონტექსში კი დიდი როლი აკისრია მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ სასამართლოს. ასევე, მნიშვნელოვანია ამაღლდეს ხალხის ნდობა სასამართლოს მიმართ. იმედი მაქვს,  რომ გატარებული რეფორმის შედეგად, შემცირდება ევროპის სასამართლოში საქართველოდან  გასაჩივრებული საქმეების რაოდენობა“.

შეხვედრის ბოლოს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმარს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ევროპის საბჭო და  მისი პროექტები ახორციელებენ მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე გრეტა ფაგიანი, პრეზიდენტის მრჩეველი იოჰან კრუჟანოვსკი,  საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრ სავარისი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საბჭოს სამმართველოს წარმომადგენელი ნინო ბალავაძე.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi