საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის...

gdsgsdg

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

გამოქვეყნებულია: 07/05/2015

7 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შედგა პლენუმის სხდომა.

სხდომაზე რამდენიმე საკითხზე მიიღეს გადაწყვეტილება, კერძოდ, 2 წლიანი უფლებამოსილების ვადით არჩეული იქნა საკვალიფიკაციო პალატა შემდეგი შემადგენლობით: ზურაბ ძლიერიშვილი - პალატის თავმჯდომარე, ნინო ბაქაქური და ნუგზარ სხირტლაძე - პალატის წევრები. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 პრიმა მუხლის თანახმად, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა განიხილავს საჩივრებს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებზე.

პლენუმის გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე არჩეული იქნა სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ .

ასევე, დამტკიცდა სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს დებულება, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი უზენაესი სასამართლოს სათათბირო ორგანო და მოწოდებულია პრაქტიკოსი იურისტებისა და სამართლის მეცნიერების მონაწილეობით შეიმუშაოს და გამოაქვეყნოს რეკომენდაციები სამართლისა და სასამართლო პრაქტიკის აქტუალურ საკითხებზე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi