უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს...

bnt

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო

გამოქვეყნებულია: 01/05/2015

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ. 

გიორგი მარგველაშვილს და ნინო გვენეტაძეს  იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ იმიტირებული სასამართლო პროცესების სხდომათა დარბაზი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა. ბიბლიოთეკა, რომელიც   საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით შეძენილი წიგნებით განახლდა.  ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიან მუშაობას.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ 2015 წელს განახორციელა პროექტი „სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება.“  პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სამოსამართლო კანდიდატების, მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეთა ეფექტიანი სწავლების გზით მართლმსაჯულების ხარისხის გაზრდა.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi