უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ...

kom

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეებს კომუნიკაციის სტანდარტები გააცნო

გამოქვეყნებულია: 21/09/2011

2011 წლის 21 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი მოსამართლეებს შეხვდა და პროცესზე მოსამართლის დარბაზთან კომუნიკაციის შესახებ რეკომენდაციები გააცნო.

თუკი აქამდე მოსამართლის პროფესიულ მომზადებაზე იყო გამახვილებული ყურადღება, ამიერიდან, უკვე მნიშვნელოვანი ხდება მოსამართლის კომუნიკაციური უნარები, რაც საბოლოოდ, უფრო სრულყოფილს და მიუკერძოებელს გახდის პროცესის წარმართვას.

რეკომენდაციებში ყურადღება გამახვილებულია კომუნიკაციის ისეთ საკითხებზე, რომელიც მოსამართლეს დაეხმარება, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება შეინარჩუნოს დარბაზში მყოფ პირებთან მთელი პროცესის მანძილზე. რეკომენდაციების თანახმად, მნიშვნელოვანი იქნება ასევე, მოსამართლის მიერ მხარეთათვის შემაჯამებელი გადაწყვეტილების მარტივად და გასაგები ფორმით განმარტება, რაც მოქალაქეებს მომავალში გადაწყვეტილების შინაარსის გაგებასა და აღქმას გაუადვილებს.

რეკომენდაციების შემუშავების შემდგომი ეტაპი მოსამართლეებისთვის ტრენინგების ჩატარება იქნება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi