მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია უზენაეს...

btnn

მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 01/05/2015

2015 წლის 1 მაისს  საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საერთო სასამართლოების ახლადგამწესებულ მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია. ცერემონიას საპატიო სტუმრების სტატუსით დაესწრნენ დელეგაციის წევრები ნიდერლანდების სენატიდან, სენატის თავმჯდომარე ანკი ბროქერს-ნოლის ხელმძღვანელობით.

ფიცის დადების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და სასამართლო სისტემაში ახლადგამწესებული სხვა მოსამართლეებიც.  

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ მიულოცა ახლადგამწესებულ მოსამართლეებს  ამ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა. „მე ვიქნები თქვენს გვერდით და დავიცავ თქვენს უფლებებს, მაგრამ ამავე დროს ვიქნები ძალიან მკაცრი და მომთხოვნი, რათა ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება“.

უზენაეს სასამართლოში ფიცი დადო შვიდმა  მოსამართლემ, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის  26 აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს საერთო სასამართლოებში გამწესდნენ  მოსამართლეებად.

ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ ნინო გვენეტაძემ ნიდერლანდების სენატის წარმომადგენლებთან  შეხვედრა გამართა.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3 ფოტო4 ფოტო5

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi