უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე USAID - ისა...

grre

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე USAID - ისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის EWMI წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 29/04/2015

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე 21 აპრილს USAID - ის წარმომადგენლებს - დემოკრატიის ოფისის დირექტორს დენიელ რიფს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის  სამართლებრივ დირექტორს მარკ დიტრიხს, ამავე ინსტიტუტის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის  (JILEP) ხელმძღვანელს  ჰერბბოუმანს,  პროექტის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

საუბარი შეეხო უზენაეს სასამართლოსთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სფეროებს. აღინიშნა, რომ აღმოსავლეთ - დასავლეთის  მართვის ინსტიტუტი ახალი პროექტის  „საქართველოში კანონის უზენაესობის ხელშეწყობის“ (PROLoG) ფარგლებში  იმუშავებს მართლმსაჯულების საკითხებზე.

პროექტის წარმომადგენლებმა მოიწონეს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გააქტიურებისა და მისი რეალური ამოქმედებისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi