უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გაეროს...

regergerge

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 29/04/2015

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  21 აპრილს საქართველოში გაეროს მისიას - ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს ჰაი შელოუსა და ინა ბორისევიჩს შეხვდა.

კომისარიატის წარმომადგენლებმა მიულოცეს ნინო გვენეტაძეს მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციაზე არჩევა.

ჰაი შელოუმ აღნიშნა, რომ მეორედ არის გაეროს მისია საქართველოში და მისი ძირითადი ამოცანაა, როგორც ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირების, ისე ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებელთა ფიზიკური და სამართლებრივი დაცვა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა გაეროს მისიას საქართველოში განხორციელებული საქმიანობისათვის,  აღნიშნა შიდაეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის, ერთგვაროვანი სასამართლო პრატქიკის ჩამოყალიბების მნიშვნელობა ზემოხსენებული კატეგორიის პირთა საქმეებზე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi