უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ...

fdsfsdsdf

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ - მინისტრს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია: 29/04/2015

28 აპრილს უზენაეს სასამართლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტუმრა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ნინო გვენეტაძესთან ერთად სასამართლოს ისტორიული შენობა, მართლმსაჯულების მუზეუმი დაათვალიერა. შეხვედრა უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში გაგრძელდა, რომელსაც  უზენაესი სასამართლოს წევრები ესწრებოდნენ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტზე მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის განსახორციელებლად, რომელიც საქართველოს მთავრობაშია ამჟამად  წარდგენილი.

ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მოსამართლეთა კორპუსი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქტიურად ჩაერთო შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადებების განხილვაში. საკუთარი პოზიციის დაფიქსირების პროცესში არიან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ სასამართლოსთან; ხელი შეწყონ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების ჩამოყალიბებაში. ამ პროცესს აქტიურად აკვირდება და აშუქებს მედია.

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და დროულობის  პრობლემას  უკავშირდება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რიცხოვნობის გაზრდა,  ასევე სასამართლო შენობების არასაკმარისი რაოდენობა.

ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთათვის სახელმწიფო კომპენსაციების და სოციალური გარანტიების საკითხი ახლებურ დარეგულირებას მოითხოვს.

საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოზიციაა სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის მხარდაჭერა.

საქართველოს მთავრობა მზად არის სასამართლო კორპუსთან ერთად განიხილოს ფინანსური საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ადმინისტრირებას, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის გაფართოების საკითხზეც შედგება კონსულტაციები.

მთავრობამ თავისი პოზიცია უკვე დააფიქსირა, როდესაც მოხდა  მოსამართლეთა ხელფასების გაზრდა და მომავალშიც ამ მიმართებით ყურადღება იქნება გამახვილებული.

“განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მართლმსაჯულების ახალი მეთაური ქალბატონია, ქალბატონი ნინო გვენეტაძის პასუხისმგებლობა ძალზედ მაღალია, თუმცა, მისდამი უდიდესი ნდობა არის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისათვის”- განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა მედიის შეკითხვებს უპასუხეს.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi