ნინო გვენეტაძემ ევრაზიის თანამშრომლობის...

ouio

ნინო გვენეტაძემ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენლებს მართლმსაჯულების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

გამოქვეყნებულია: 22/04/2015

2015 წლის 17 აპრილს ნინო გვენეტაძე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის სამეურვეო საბჭოს წევრებსა და მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში, ასევე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირების, მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ პროცედურების, საქმეთა ელექტრონული განაწილების წესზე და ცვლილებათა პაკეტის სხვა ძირითადი საკითხების შესახებ  მიაწოდა ინფორმაცია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმომდაგენლებს

„იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი საკანონმდებლო პაკეტი  არის  მნიშვნელოვანი და ჩვენ ფართო დისკუსიას ვაწარმოებთ, რათა  მოსაზრებები  შეჯერდეს მოსამართლეთა კორპუსთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან“ - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით  დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც ძირითადად  სამართალწარმოების პროცედურების ღიაობას, გახმაურებელ სასამართლო დავებს, ასევე, მოსამართლეთა სოციალური და საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს ეხებოდა.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენლებმა გამოთქვეს იმედი, რომ სასამართლო ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, საჭიროების შემთხვევაში კრიტიკული შენიშვნებით, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპი წარმატებით განხორციელდება, რაც  ქვეყანაში დამოუკიდელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების   დამკვიდრებას შუწყობს ხელს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi