უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შვეიცარიის...

gdgdh

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შვეიცარიის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 22/04/2015

2015 წლის 17 პრილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  ნინო გვენეტაძე შვეიცარიის ელჩს  გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.

შვეიცარიის ელჩმა მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოწვევისა და იმ თემით დაინტერესებისთვის, რომელიც უცხოურ  ინვესტიციებთან დაკავშირებულ სასამართლო დავებს ეხება. აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები დიპლომატმა   ჟურნალ „FINANCIAL“- ისთვის  მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა.

ნინო გვენეტაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სასამართლო  უყურადღებოდ არ დატოვებს არცერთ კრიტიკურ შენიშვნას, რომელიც მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი  მართლმსაჯულების პროცესს  უკავშირდება.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ელჩის პოზიციასთან დაკავშირებით განმარტა, რომ დაიწყება სასამართლო პრაქტიკის  შესწავლა და განზოგადება,  გამოვლენილი პრობლემებისა და ხარვეზების  საფუძველზე მოსამართლეთათვის  მომზადდება რეკომენდაციები.  

ელჩს მიეწოდა ინფორმაცია ყველა იმ საკანომდებლო ინსტრუმენტის თაობაზე, რომელიც შეიძლება ამოქმედდეს მოსამართლის მიმართ კონკრეტული საქმის განხილვისას შესაძლო დისციპლინური გადაცდომის დადასტურების შემთხვევაში,  შესაძლო კორუფციულ ფაქტზე კანონით დადგენილი წესი გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოებთან თანამშრომლობის შესახებ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  და შვეიცარიის ელჩი შეთანხმდნენ, რომ საკითხისშესწავლის პერიოდშიცგაცვლიდნენ ინფორმაციებს, რათა არდარჩეს უპასუხო კითხვები  სამართალწარმოების კანონიერების თაობაზე. ასევე, დაკმაყოფილდეს საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესი, ფლობდეს  გადამოწმებულ და ზუსტ ინფორმაციას მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესების შესახებ. 

უზენაეს სასამართლოში  ზემოხსენებულ საკითხებზე ამ ეტაპზე რაიმე საჩივარი არ შემოსულა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi