დიალოგის გახსნა მართლმსაჯულების გამოწვევების...

iuyiyi

დიალოგის გახსნა მართლმსაჯულების გამოწვევების შესახებ

გამოქვეყნებულია: 17/04/2015

2015 წლის 16 აპრილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  წარმომადგენლებს  შეხვდა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის საკანონმდებლო პაკეტზე მომზადებული ხედვები  გააცნო.

შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება საკანონმდებლო ცვლილებების ძირითად მიმართულებებზე და აღინიშნა სასამართლო რეფორმის მესამე ეტაპის მნიშვნელობა, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტის შესაბამისობა ვენეციის კომისიისა და ადამიანის უფლებათა დირექტორატის რეკომენდაციებთან.       

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ პრეზენტაციის დროს  ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო პაკეტის იმ ცვლილებებზე, რომელიც ეხება სასამართლოებში პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეთა გამწესებას, სასამართლოს თავმჯდომარეთა მოვალეობების მოდიფიკაციის საკითხს, მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე, რაც აუცილებელი და საჭიროა სასამართლოს  გამართული ფუნქციონირებისათვის, დამოუკიდებელი  და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების ხელშეწყობისათვის.

განსახილველ საკითხთა შორის ნინო გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული წარმოებისა  და საქმეთა ელექტრონული განაწილების წესებზე.

შეხვედრაში, რომლმაც ორ საათზე მეტხანს გასტანა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, დისციპლინური კოლეგიის წევრები, საქართველოს მოსამართლეთა ერთობის წარმომადგენლები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და ადვოკატთა სხვა პროფესიული გაერთიანებები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები - ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა საქართველოში“, ევროპის საბჭოს, “USAID- ის, USAID – EWMI –JILEP -ის, GIZ -ის, კოალიციის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის, საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, კონსტიტუციის 42-ე მუხლის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლები.

მსგავსი ფორმატის შეხვედრებს   უზენაეს სასამართლოში რეგულარული სახე მიეცემა. სასამართლო ხელისუფლება  ყველა დაინტერესებულ პირს  მოუწოდებს ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს ამ ღია და გამჭვირვალე პროცესებში, რადგან საქმე ყველასთვის მნიშვნელოვან თემას -  ქვეყნის მართლმსაჯულების რეფორმას ეხება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi