უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გაეროს...

jgjgjg

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 17/04/2015

2015 წლის 16 აპრილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორსა და  საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს ნილს სკოტს შეხვდა. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თავმჯდომარეს ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე არჩევა მიულოცა  და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც გაერო უკვე წლების მანძილზე ახორციელებს საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა გაეროს ოფისის მნიშვნელოვან როლს  დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განვითარებაში. ნინო გვენეტაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში უკვე შეიმუშავა და რომელიც განსახილველად პარლამენტშია წარდგენილი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სასამართლო კორპუსთან ერთად აქტიურად ჩაერთო ცვლილებათა პაკეტის განხილვაში. სხვა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მართლმსაჯულების რეფორმის ორ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაზე გააკეთა.

„ჩვენი მთვარი ხედვაა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების დამკვიდრება, ევროპული  და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სწავლის პროცესის შექმნა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.  მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაც, რაც უკავშირდება მოსამართლეთა  დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურების განვითარებას.  ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი სასამართლო რეფორმის პროცესში“ - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საუბრის დროს ასევე ხაზი გაუსვა სამართალწარმოების პროცესების გამჭვირვალობასა და საჯაროობის პოლიტიკას: „ღია თანამშრომლობა  და გამჭვირვალობა არის ის გარე კონტროლის მექანიზმები, რომელიც მართლმსაჯულებას და მთელი სამართალწარმოების პროცესს სჭირდება. ამ შემთხვევაში ჩვენ ადეკვატურები ვართ რეალობის მიმართ, მედიის განსაკუთრებული როლითა და დანიშნულებით კი ვფიქრობთ, რომ პროცესებში გარკვეულ წარმატებებს მივაღწევთ“.

შეხვედრის დასასრულს, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ მისი ოფისი თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით, აქტიურად ჩაერთვება ყველა იმ პროცესში, რომელიც ქვეყანაში მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi