სასამართლო სხდომის დარბაზში კომუნიკაციის...

com

სასამართლო სხდომის დარბაზში კომუნიკაციის თანამედროვე სტანდარტებს ამკვიდრებს

გამოქვეყნებულია: 16/09/2011

2011 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა სასამართლო პროცესზე კომუნიკაციის ზოგადი პრინციპების დამდგენი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: გაეროს კოორდინატორი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ჯეიმ მაკგოლდრიკი. 

დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სასამართლო პროცესზე მხარეებთან და დარბაზთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად აუცილებელ რეკომენდაციებს, მომზადდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში.
დოკუმენტის მოსამზადებლად შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლოში იყვნენ: მოსამართლეები, სამართლისა და კომუნიკაციის ექსპერტები, ფსიქოლოგი.
კვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობით შემუშავებულ რეკომენდაციებში აღწერილია მოსამართლის დარბაზთან ურთიერთობის ძირითადი საკითხები. 

რეკომენდაციები კომუნიკაციის თანამედროვე სტანდარტებზეა აგებული და მისი რეალობაში ამოქმედება მოსამართლის იმიჯზე დადებითად აისახება.

კომუნიკაციის სტანდარტების ამოქმედება მოქალაქეების განწყობასაც შეცვლის სასამართლოს მიმართ, რადგან, აღნიშნული რეკომენდაციები მოსამართლეებს ავალდებულებს მუდმივი კონტაქტი ჰქონდეთ დარბაზთან და იყვნენ უფრო მეტად კეთილგანწყობილები მხარეებისა და დარბაზში მყოფი პირების მიმართ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi