უზენაეს სასამართლოში...

dfggd

უზენაეს სასამართლოში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 17/04/2015

2015 წლის 16 აპრილს უზენაეს სასამართლოში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე სამივე ინსტაციის მოსამართლეებმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, მეცნიერებმა, საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორებმა  და ადვოკატებმა ერთად იმსჯელეს სამართალწარმოებაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის მოსამართლის აცილებისა და თვითაცილების საკანონმდებლო საპროცესო რეგულაციებზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე და 62-ე  მუხლებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე. გამოიკვეთა საკანონმდებლო დონეზე არსებული ხარვეზები, დაისახა წინადადებები ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ასევე ხაზგასმით აღინიშნა „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების  სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“  კანონში არსებული პრობლემები, რომლებიც პრაქტიკაში იჩენს თავს და საჭიროებს დაძლევას. ამ საკითხის გადასაწყვეტად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის დანერგვას საერთო სასამართლოებში და მუდმივ კოორდინაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა საქართველოში“ ხელმძღვანელი, მოსამართლე რენატე ვინტერი და ექსპერტი, მოსამართლე აგნეშკა მილართი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi