საქართველოს უზენაესი სასამართლოს...

adad

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციის განცხადება

გამოქვეყნებულია: 16/04/2015

გაზეთ "ასავალ-დასავლის" 10-19 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა სტატია (სათაურით "ეს დიდი სკანდალია! ეს დიდი საბოტაჟია!”), სადაც მიმოხილულია საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლით (ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა) გამოტანილ გადაწყვეტილებებზე სტატისტიკური მონაცემები 2006 წლიდან 2014 წლის ჩათვლით.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზე, რომ 2006 წლიდან 2014 წლამდე აღნიშნული მუხლით განხილულ სისხლის  სამართლის საქმეებზე არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ ყოფილა გამოტანილი, ხოლო 2014 წელს ათი `კანონიერი ქურდის~ მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი. სტატიის ავტორის აზრით, აღნიშნულით უნდა დაინტერესდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და კანონით დადგენილი ყველა ზომა უნდა მიიღოს განაჩენის დამდგენი მოსამართლეების მიმართ, ვინაიდან, მათ გამოტანილი განაჩენებით შეგნებულად შეუწყეს ხელი ქვეყანაში კრიმინოგენური ფონის დამძიმებას. 

სტატიის გამოქვეყნებისთანავე, პირველივე სამუშაო დღიდან, უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილება შეუდგა აღნიშნული მასალის მოძიებასა და განაჩენების შესწავლა-განზოგადებას.

მოძიებული მასალის მიხედვით, 2014 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, ექვს საქმეზე ათი პირის მიმართ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენები. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ათი პირიდან ცხრა პირის მიმართ განაჩენი დადგენილია სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს `ქურდული სამყაროს წევრობას~ და არა `კანონიერ ქურდობას~, როგორც ეს სტატიაშია მითითებული. სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით  "კანონიერი ქურდობა" _ გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ ერთი პირის მიმართ არის დადგენილი.

აღნიშნული ათი პირის მიმართ გამოტანილი განაჩენიდან ორი პირის მიმართ ორ საქმეზე სასამართლო წარმოება არ დამთავრებულა, რადგან ერთი პირის მიმართ საქმეს იხილავს თბილისის სააპელაციო, ხოლო მე-2 პირის მიმართ - საკასაციო სასამართლო.

დანარჩენ საქმეებზე, მასალის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით შესწავლა მიმდინარეობს.

განზოგადების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება სამუშაოს დასრულებისთანავე. 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi