უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამერიკის...

ertertdfs

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამერიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 16/04/2015

14  აპრილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.

ელჩმა მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოწვევისთვის და გამოხატა მზადყოფნა, რომ ამერიკის მთავრობა კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაში და მათი მხრიდან მხარდაჭერილი იქნება ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ელჩს იმ პროექტებსა და გამოწვევებზე ესაუბრა, რომლის განხორციელებასაც ნინო გვენეტაძე სასამართლო კორპუსთან ერთად გეგმავს.

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები და განხილვები იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული მართლმსაჯულების რეფორმის პროექტზე.  „განსაკუთრებით ყურადღება მიექცევა  საქმეთა განხილვის თანამედროვე მიდგომებსა და დისციპლინურ სამართალწარმოებას. განსაკუთრებით მნიშველოვანია საკასაციო სასამართლოში საქმეთა განხილვის დასაშვებობის კრიტერიუმები და სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება სამართალწარმოების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა და საქმეთა განაწილების ელექტრონული ვერსიის ათვისება.“-განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება საქმის განმხილველი მოსამართლის შემთხვევით შერჩევის პრინციპზე, კიდევ უფრო გაზრდის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხთა სიაში დისციპლინური სამართალწარმოების საკითხების ანალიზი და ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერება დაასახელა. „ის ფაქტი, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე არც ერთი მოსამართლის მიმართ არ გამოვლენილა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი და შესაბამისად, არც ერთი მოსამართლის მიმართ არ გამოყენებულა დისციპლინური სახდელი, მაშინ როცა, 2006-2012 წლებში რეპრესიული პოლიტიკა იყო ამ მიმართულებით, საჭიროებს კვლევას და ანალიზს. ჩვენ ვაპირებთ გავაქტიურდეთ ამ მიმართულებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს პასუხი სამართალწარმოების დროს არსებულ დარღვევზე რეაგირების შესახებ.“

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ    საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის პალატის თავმჯდომარეები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi