უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამერიკის ...

hfh

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი პროგრამის მრჩეველს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 14/04/2015

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 10 აპრილს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი პროგრამის მრჩეველს სტივენ ნეფს შეხვდა.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მრჩევლმა მიულოცა ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა და  სამართლებრივი პროგრამის  აქტუალური მიმართულებები გააცნო.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა საქართველოში ამერიკელი ხალხის თანადგომით განხორციელებული პროექტების წვლილი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისათვის.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველმა ისაუბრა სამართლებრივი დახმარების პროგრამაზე, რომელიც მოიცავს სისხლის სამართლის რეფორმირების საკითხებს, პროკურორებთან მუშაობას,  კიბერდანაშაულის თემაზე განხორციელებულ ტრენინგებს, ასევე, ყურადღება გაამახვილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტზე და ისაუბრა  მსაჯულთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცესის მნიშვნელობაზე.

უზენაესი სასამართლო თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოხდეს სასამართლო კორპუსთან,საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან,არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან ერთად.

შეხვედრას ესწრებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi