უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება

logo

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება

გამოქვეყნებულია: 09/04/2015

საქართველოს უზენაესი სასამართლო ეხმაურება საქართველოში შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის განცხადებას, რომელიც მან ჟურნალ „FINANCIAL“ -ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ელჩის განცხადებით: „გადასახადებთან დაკავშირებული ბრალდებები და რეგიონში მოსამართლეების გახსნილობა ქრთამის მიმართ გავლენას ახდენს საქართველოში მომუშავე უცხოელ ინვესტორებზე“.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მყისიერად გამოეხმაურა ელჩის ინტერვიუს და მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, რათა მიეღო ამომწურავი ინფორმაცია,
თუ რა ფაქტებს და გარემოებებს ეყრდნობოდა ელჩი. თუმცა იმის გამო, რომ დიპლომატი საქართველოში არ იმყოფება, შეხვედრა ამ ეტაპისთვის ვერ შედგა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გეგმავს მოსამართლეთა კორპუსთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად უახლოეს მომავლში შეხვდეს ბატონ გიუნტერ ბეხლერს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ღიაა დიალოგისთვის და პრობლემებზე საუბრისთვის, ამავე დროს, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ყველა გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცებას ემსახურება.

შვეიცარიის ელჩთან შეხვედრის დეტალების დაზუსტების შემდეგ სასამართლოს ადმინისტრაცია საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi