უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის...

jhtjtyjt

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 06/04/2015

2015 წლის 6 აპრილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უზენაეს სასამართლოში უმასპინძლა. მინისტრმა ნინო გვენეტაძეს პირადად მიულოცა თავმჯდომარედ არჩევა.

თითქმის ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებისთვის კომენტარები გააკეთეს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, „შეხვედრა იყო  საქმიანი და კონსტრუქციული და იგი ბუნებრივია შეეხებოდა მართლმსაჯულების რეფორმას, ყველა იმ ხედვას, რომელიც განხილვის პროცესშია საკანონმდებლო ორგანოში და რომელსაც ამზადებს აღმასრულებელი ხელისუფლება.“

ნინო გვენეტაძემ მინისტრთან შეხვედრის დროს განხილული რამდენიმე მნიშვნელოვანი თემის შესახებაც ისაუბრა. „პრიორიტეტული თემა იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, მოსამართლეთა სპეციალიზაციის საკითხები, ვისაუბრეთ მართლმსაჯულების რეფორმის მომდევნო ეტაპზე, იმ საკითხებზე, რომელიც აუცილებელია რეფორმის სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელებისთვის. ასევე, ყურადღება გავამახვილეთ ისეთ საკითხზე, როგორიცაა ელექტრონული საქმის წარმოება, რითაც ამ თანამდებობაზე ჩემი მოსვლის პირველი დღიდანვე დავინტერესდი. ამ მიმართულებით სრული მხარდაჭერა  მივიღე იუსტიციის სამინისტროსგან. საქმის ელექტრონული წარმოება არ გულისხმობს მხოლოდ საერთო სასამართლოების ერთ სისტემაში მოქცევას, არამედ, სხვადასხვა უწყებებთან კოორდინირებულ მუშაობას, რათა გამჭვირვალე და ეფექტური გახდეს  მართლმსაჯულების პროცესი.“ 

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, იგი  ნინო გვენეტაძესთან ერთად შეძლებს უკვე პრაქტიკულად განახორციელოს  ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მართლმსაჯულების რეფორმა. „დღევანდელი შეხვედრა საფუძველს უყრის, ერთის მხრივ, იუსტიციის სამინისტროს და მთავრობას და მეორეს მხრივ, მართლმსაჯულებას შორის უმნიშვნელოვანეს თანამშრომლობას - თანამშრომლობას საკანონმდებლო დარგში, რეფორმების დარგში, რომელსაც იუსიტიციის სამინისტრო 2 წლის განმავლობაში პრაქტიკულად მარტო უძღვებოდა, რადგან მართლმსაჯულებაში არ ყოფილა რეფორმისტული სულისკვეთება. დღეიდან ჩვენ რეფორმებზე ერთად ვიმუშავებთ. შევთანხმდით, რომ ამ ტიპის შეხვედრები იქნება რეგულარული და რეფორმებთან დაკავშირებით აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდება.“-განაცხადა კომენტარში იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან იმ ძირითადი საკითხების შესახებაც ისაუბრა, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს განიხილა. იუსტიციის მინისტრმაც განსაკუთრებული აქცენტი ელექტრონული მართლმსაჯულების კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებზე გააკეთა: „რადგან მე წარმოვადგენ არა მხოლოდ იუსტიციის მინისტრს მართლმსაჯულების სისტემაში, არამედ ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარესაც, მართლმსაჯულებაში კიდევ მეტად გააქტიურდება ელექტრონული მმართველობის დანერგვა. ეს არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი.  ამ კუთხით სახელმწიფო უწყებები წინ არიან წაწეულნი, მართლმსაჯულებაში კი აღნიშნული მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენ ამ მხრივაც ვითანამშრომლებთ და შევქმნით ტექნიკურ ჯგუფს, რომ მართლმსაჯულებაში ელექტრონული მმართველობა დაინერგოს. ეს არის ქალბატონი ნინოს ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაშიც მას სრული მხარდაჭერა ექნება. ჩვენ ვისაუბრეთ მომავალ რეფორმებზე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაზე და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე. ქალბატონი ნინო იყო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ამ კოდექსის სულისჩამდგმელი და ჩვენ ვიმუშავებთ აღდგენით მართლმსაჯულებაზე, ბავშვთა უფლებებზე სისხლის სამართლის პროცესში და განრიდების ინსტიტუტის დახვეწაზე. მე ბედნიერი და ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით და მწამს, რომ 10 წლის ბოლოს ქალბატონი ნინო დატოვებს თავის მემკვიდრეობას, რომელიც იქნება სამაგალითო და საამაყო“.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi