უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე...

jyjyj

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 03/04/2015

2015 წლის 3 აპრილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა.

ევროკავშირის ელჩმა  ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევამიულოცა და მაღალი შეფასება მისცა იმ პროცესს, რომელიც ამ პოზიციაზე კანდიდატის არჩევას ახლდა თან. „თქვენი არჩევა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო მომენტი, რადგან  ეს იყო კონკურენტული, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგი.  პირადად მე ძალიან გაფასებთ.  ჩვენ ვართ კარგად ინფორმირებული თქვენი წარსულის, თქვენი კარიერის შესახებ და იმედი მაქვს, რომ  იმ გამოწვევას, რომელიც ახლა თქვენს წინაშე დგას, ღირსეულად გაართმევთ თავს. სასამართლო რეფორმა არის გული საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში და იგი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის, მთავარი გზავნილია დიდი პატივისცემა თქვენს მიმართ და ასევე მხარდაჭერა სასამართლო რეფორმის პროცესში“.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე დიდი პატივისცემა გამოხატა ელჩის მიმართ და მას მადლობა გადაუხადა იმ გაწეული საქმიანობისთვის, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს მართლმსაჯულების რეფორმირებისთვის. „თქვენი შეფასება კიდევ უფრო მეტად ზრდის ჩემს პასუხისმგებლობას. ჩემი განვლილი გზა არ მაძლევს უფლებას, არ მქონდეს ის ხედვები, ის მოტივაცია, რომელიც უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას და განსაკუთრებით, იმ ვალდებულებებს, რომელიც უკავშირდება ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მართლმსაჯულების რეფორმირების როლსა და მნიშვნელობას.“- განაცხადა ელჩთან საუბრისას ნინო გვენეტაძემ.

შეხვედრაზე ევროკავშირის ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ნინო გვენეტაძის, როგორც ექსპერტის მონაწილეობას ევროკავშირის პროექტში, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობის რეფორმირებას უკავშირდებოდა. თავის მხრივ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა მისი შრომის დაფასებისა და აღიარებისთვის და აღნიშნა, რომ „კვლავაც ვრჩები აქტიური გულშემატკივარი ამ მიმართულებით და მზად ვარ, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენების დროსაც მივიღო მონაწილეობა განხილვაში და დავაფიქსირო ის პოზიციები, რომელიც ბოლომდე ვერ იქნა მიღწეული და გაზიარებული სამუშაო პროცესში. ასევე, კოდექსის მიღების შემდეგ ვიზრუნო მოსამართლეთა სპეციალიზაციაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით, რათა შევქმნათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მართლმსაჯულება.

მართლმსაჯულების რეფორმა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც გონივრულ დროსა და მუდმივ ძალისხმევას საჭიროებს. ამ პროცესს ჩვენს წარვმართავთ ღია პოლიტიკით, მუდმივი ურთიერთობით   საზოგადოებასთან, არასამთავრობო  და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მედიასთან, მართლმსაჯულების სერვისის მომხმარებლებთან. მიზანი კი იქნება კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სამართალწარმოება და  პრიორიტეტი - ადამიანის უფლებები“.

ევროკავშირის ელჩმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და პროექტებზე ისაუბრეს. 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi