უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო...

hfhf

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გერმანელ ჟურნალისტს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 02/04/2015

2015 წლის 1 აპრილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გერმანული გამოცემის  „KAUKASISHE POST “ რედაქტორსა და  ჟურნალისტს რაინერ კაუფმანს შეხვდა. გერმანელი ჟურნალისტი უკვე 25 წელია ცხოვრობს  საქართველოში და აქტიურად არის ჩართული საქართველოში მცხოვრები გერმანული სათვისტომოს საქმიანობაში. რაინერ კაუფმანი ქართული მართლმსაჯულების განვითარების 20 წლიან პერიოდსაც აქტიურად ადევნებდა თვალს და ინტერვიუებიც აქვს ჩაწერილი ყოფილ თავმჯდომარეებთან.  მისი პირველი შეკითხვაც ნინო გვენეტაძის  ბიოგრაფიის გაცნობით დაიწყო. „მე ვიყავი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლე შევარდნაძის ეპოქაში და მოსამართლის ის ფიცი, რომელიც დავდე 1999 წელს არასოდეს შემიბღალავს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რანგშიც ჩემი მთავარი სტანდარტი იქნება - კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა, მოსამართლის მაღალი ეთიკური სტანდარტის დამკვიდრება.“

გერმანელი ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა იმ ცვლილებებით, რომლის გატარებასაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აპირებს მართლმსაჯულების რეფორმირების პროცესში. „პირად და საქმიან ურთიერთობებში  ჩემს მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი იქნება დაფუძნებული მაღალ ეთიკურ სტანდარტზე. რეფორმის განხორციელებას ვგეგმავ რამდენიმე მიმართულებით: დღეს არსებული სამოსამართლეო კადრების პროფესიონალიზმის ამაღლება, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სტანდარტის დამკვიდრება, რაც უზრუნველყოფს მათ მიერ დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილებების გამოტანას. ასევე, მოვითხოვ მოსამართლეებისგან საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების სახით თვითშეფასებისა და თვითკონტროლის  ინიციატივებს. იმავდროულად,  მე ვიქნები ყველა  მოსამართლის დამოუკიდებლობისა და  მიუკერძოებლობის დამცველი, თუ მათზე იქნება  სახელისუფლო შტოებისგან ან ნებისმიერი პირისგან ზეწოლის მცდელობა. ასევე, კანონის ფარგლებში ეფექტურად ამოქმედდება დისციპლინური სამართალწარმოება.“

ინტერვიუს პროცესში  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სხვა ბევრ საინტერესო შეკითხვასაც უპასუხა, მათ შორის იყო სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის განსაზღვრის თვალსაზრისით განხორციელებული კვლევებიც და მოსახლეობის ნდობის ამაღლებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები.

ვრცელ ინტერვიუს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზეც შემოგთავაზებთ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi