უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელვაჩაურის...

sdgsgsd

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 30/03/2015

2015 წლის 30 მარტს  ნინო გვენეტაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რანგში, პირველი გასვლითი სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გამართა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დაათვალიერა სასამართლოს შენობა, შეხვდა სასამართლოს თავმჯდომარეს, მოსამართლეებს და მათგან მოისმინა ინფორმაციები სასამართლოს ყოველდღიური საქმიანობის შესახებ, ასევე, იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ხელს უშლის სასამართლოში  საქმისწარმოების უფრო ეფექტურ განხორციელებას. სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ დაიგეგმა მოსამართლეებისთვის  სემინარი აჭარაში. აღნიშნულ სემინარზე განიხილავენ მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებისა და საქმისწარმოებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასევე შეხვდა მედიის წარმომადგენლებს და მათ შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო გვენეტაძე საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის, მერაბ ტურავას მიერ ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi