უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვიზიტი...

thtyh

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვიზიტი ბათუმსა და ქუთაისში

გამოქვეყნებულია: 30/03/2015

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე 30 მარტს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ესტუმრება, ადგილზე გაეცნობა სასამართლოს ინფრასტრუქტურას, აქტუალურ საკითხებს, რაც მნიშვნელოვანია მოსამართლეთა, სასამართლოს მოხელეთა საქმიანობისათვის, მოქალაქეთა ეფექტიანი და სწრაფი მომსახურებისათვის.

იმავე დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვევა და დაესწრება საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეული წევრის მერაბ ტურავას ფიცის დადების ცერემონიალს.

31 მარტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ქუთაისში საქართველოს პარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენების წარდგენას დაესწრება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi