საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს...

gdgdf

საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე წარადგინა

გამოქვეყნებულია: 23/03/2015

2015 წლის 23 მარტს   საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უცხოელ დიპლომატებსა და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ოფიციალურად უზენაესი სასამართლოს შენობაში წარუდგინა.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალი თავმჯდომარის წარდგენისას ხაზგასმით აღნიშნა სასამართლო სისტემის განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების გზაზე. „მე მჯერა, რომ დღეს ვდგამთ კიდევ ერთ ძალიან მტკიცე ნაბიჯს იმისთვის, რომ  საქართველოში სამართლიანი სასამართლო დაფუძნდეს. ერთადერთი ინტერესი, რომელიც სასამართლოში  არის წარმოდგენილი- კანონი და სამართალია და მე მჯერა, რომ დღეს ქართული სასამართლოს ისტორიაში  იდგმება ძალიან მტკიცე ნაბიჯი, რომ სასამართლო ემსახურებოდეს მთავარს- ადამიანს, მის ინტერესებს და ამ სახელმწიფოში მისი ცხოვრების, მისი არსებობის, მისი სამართლიანი განცდის მთავარი გარანტი იყოს“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტს, კოლეგებსა და მოწვეულ სტუმრებს უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ მიმართა. როგორც ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, „ქვეყანას აქვს რეალური შანსი მიიღოს მართლა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება და ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ყველა თქვენგანი თავს უნდა გრძნობდეს დამოუკიდებლად, რათა ხელისუფლების განცხადებებმა ან არასწორად ფორმულირებულმა საზოგადოებრივმა აზრმა არ მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილეებზე გავლენა. სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება არის ის უმთავრესი მიზანი, რომლისთვისაც ერთიანი ძალისხმევით მოგვიწევს ფიქრი. მე გავიარე სამოსამართლეო უფლებამოსილების პერიოდი, ასევე განვლე ბრძოლის გზა, რომელმაც თქვენთან დამაბრუნა. შევეცდები გავამართლო ხალხის ნდობა და საზოგადოების მოლოდინი სიმართლის დასადგენად და სამართლიანობის დასამკვიდრებლად“, განაცხადა წარდგენის ცერემონიაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ.

სტუმრებს  სამართლის აკადემიკოსმა ოთარ გამყრელიძემ მიმართა: „ბედნიერი ვარ, რომ  ქვეყანაში  სახალხო გზით მოხდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა და ის ფაქტი, რომ დღეს  პრეზიდენტის მიერ ახალი თავმჯდომარის წარდგენას ესწრება ყოფილი თავმჯდომარე კიდევ ერთი დადასტურებაა სასამართლოს ინსტიტუციური განვითარებისა და მდგრადობის.“

უზენაეს სასამართლოში ნინო გვენეტაძის წარდგენის ცერემონიას სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილიც ესწრებოდა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ ჟესტით კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული სასამართლო ინსტიტუციის სტაბილურობა. კონსტანტინე კუბლაშვილმა ახალ თავმჯდომარეს მიულოცა და წარმატებები უსურვა  თავის ახალ, მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3 ფოტო4

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi