უზენაეს სასამართლოში წამებისა და სხვა...

567567575

უზენაეს სასამართლოში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა

გამოქვეყნებულია: 13/03/2015

2015 წლის  12 მარტს,  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  ზაზა მეიშვილი გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე სპეციალურ მომხსენებელს   ხუან მენდესს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ:სასამართლო ექსპერტი დუარტე ვიეირა, ადამიანის უფლებების ასოცირებული ექსპერტი პეტრინ ლევესონი და ასევე, სხვა საერთაშორისო ექსპერტები და უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებთან მიმართებაში სასამართლო  ხელისუფლების  მნიშვნელოვან ფუნქციაზე,    ასევე, წამებასთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების გამოყენებაზე, მოსამართლეთა როლსა და ამ მიმართულებით მათ პროაქტიულ ქმედებაზე.  სტუმრები  დაინტერესდნენ უზენაესი  და საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის ურთიერთობის, კონსტიტუციური წარდგინებების, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის საქმიანობისა და სამართლებრივი რეგულაციის თაობაზე, მოსამართლეთა დანიშვნის საკითხებით, რაზედაც მათ მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია.

იგივე საკითხებთან დაკავშირებით  სტუმრები შეხვდნენ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლეებს:   გიორგი შავლიაშვილს, პაატა სილაგაძესა და მაია ოშხარელს.

გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა მაღალი შეფასება მისცა ქართველი მოსამართლეების  ჩართულობას  წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის  წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში  და განაცხადა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით ევროპის რიგ სახელმწიფოებზე უკეთესი შედეგები აქვს. ფოტო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi