ევროკავშირის ექსპერტების შეხვედრები...

safasf

ევროკავშირის ექსპერტების შეხვედრები მოსამართლეებთან

გამოქვეყნებულია: 27/02/2015

2014 წლის დეკემბრიდან სასამართლო ხელისუფლება ჩართულია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მე-2 ფაზის იმპლემენტაციის პროცესში. 2015 წლის 27 თებერვალს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შემფასებელთა მისიის ფარგლებში  ევროკავშირის ექსპერტები უზენაეს სასამართლოში შეხვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო საქმეთა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელს და მათთან ერთად განიხილეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკითხები. გარდა ამისა, VLAP-ის მე-2  (საზღვრის მართვა, მიგრაცია, თავშესაფარი) და  მე-3 ბლოკების (საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება) ფარგლებში შეხვედრები გაიმართა უზენაესი სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან. ევროკავშირის ექსპერტებმა მოსამართლეებთან გაანალიზეს ლტოლვილის სტატუსის, ჰუმანიტარული სტატუსისა და თავშესაფრის მინიჭების შესახებ განხილული საქმეების შედეგები, ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების სფეროში თანამშრომლობის საკითხები.

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მე-2  (საზღვრის მართვა, მიგრაცია, თავშესაფარი), მე-3 (საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება) და მე-4 ბლოკების (საგარეო ურთიერთობები და ადამიანის უფლებები) ფარგლებში უზენაესი სასამართლოს აპარატის სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილებამ დაამუშავა სტატისტიკური მონაცემები თბილისის საქალაქო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს მიერ 2013-2014  წლებში ლტოლვილის სტატუსის, ჰუმანიტარული სტატუსისა და თავშესაფრის მინიჭების შესახებ განხილული საქმეების რაოდენობის შესახებ, 2013-2014 წლებში ორგანიზებულ დანაშაულზე შემოსული და განაჩენის გამოტანით განხილული საქმეების რაოდენობის თაობაზე, ასევე აღნიშნულ წლებში მკვლელობის საქმეებზე განაჩენის გამოტანით განხილული საქმეების რაოდენობის შესახებ, გარდა ამისა, გაანალიზდა დისკრიმინაციასთან დაკავშირებული განხილული საქმეების სტატისტიკური მონაცემებიც.  

4 მარტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შემფასებელთა მისიის ფარგლებში  ევროკავშირის ექსპერტები, VLAP-ის მე-3 ბლოკის მიხედვით, გამართავენ შეხვედრებს მოსამართლეებთან, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელთან და მათთან ერთად განიხილავენ მართლმსაჯულების სფეროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებს, მოსამართლეთა გადამზადების საკითხებს, ასევე სტატისტიკურ მონაცემებს კორუფციულ დანაშაულებზე განხილული საქმეების შესახებ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi