კონსტანტინე კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოს...

fhfhfh

კონსტანტინე კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ვადა დაასრულა

გამოქვეყნებულია: 23/02/2015

2015 წლის 20 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის უფლებამოსილების ვადის დასრულებასთან დაკავშირებით, მართმსაჯულების სახლში ოფიციალური მიღება გაიმართა.

მიღებას, რომელიც ორგანიზებული იყო მოსამართლეთა ასოციაციის მიერ, ესწრებოდნენ როგორც მოსამართლეები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

როგორც კონსტანტინე კუბლაშვილმა აღნიშნა:,,განვლილი  ათი წელი სასამართლო ხელისუფლებისთვის საკმაოდ რთული იყო.  გადასალახი გვქონდა უზარმაზარი პრობლემები და გასატარებელი გვქონდა მასშტაბური რეფორმა, რომლის დიდი ნაწილი წარმატებით განვახორციელეთ. მიუხედავად ამისა, სასამართლო ხელისუფლების მთავარი გამოწვევა ჯერ კიდევ არის სრული დამოუკიდებლობა. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი წლების განმავლობაში ხარვეზები აღმოიფხვრება“.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა მეიშვილმა აღნიშნა, რომ ღონისძიება, რომელიც მოსამართლეთა ასოციაციის სახელით გაიმართა, სასურველი იქნება, თუ ტრადიციულ სახეს მიიღებს.  

საღამოს ბოლოს კი კონსტანტინე კუბლაშვილმა  ათწლიანი მუშაობის სიმბოლოებით გაფორმებული  ტორტი გაჭრა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა მეიშვილმა კონსტანტინე კუბლაშვილს სასამართლოს სახელით სიმბოლური  საჩუქარი გადასცა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi