უზენაეს სასამართლოში მნიშვნელოვანი...

fgnfg

უზენაეს სასამართლოში მნიშვნელოვანი განმარტებების საძიებო პროგრამა შეიქმნა

გამოქვეყნებულია: 19/02/2015

2015 წლის 18 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის გაიმართა მნიშვნელოვანი განმარტებების საძიებო სისტემის პრეზენტაცია. პროგრამა შეიქმნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დახმარებით და წარმოადგენს სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი განმარტებების კრებულს. განმარტებები სისტემატიზირებულია, რათა მოსამართლეებს გაუადვილდეთ მათთვის საჭირო სასამართლო პრაქტიკის მოძებნა.

სისტემაში შესულია საკასაციო პალატების მიერ გაკეთებული 500-ამდე განმარტება. საძიებო სისტემის შექმნისა და განმარტებების კატეგორიზაციის მიზნით, 2014 წლის 19 ივნისს, უზენაეს სასამართლოში შეიქმნა „ერთგვაროვანი პრაქტიკის ანალიზის, განზოგადებისა და სისტემატიზაციის კომისია“. პროგრამის შექმნისას გაანალიზებულ იქნა საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა და შედგა შეხვედრები უცხოელ კოლოგებთან, მათ შორის შვედეთის, უნგრეთის, ნორვეგიისა და სხვა ევროპული ქვეყნების სასამართლოების წარმომადგენლებთან.

მსგავსი საძიებო სისტემის შექმნა გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში. საძიებო სისტემის მიზანია ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრება და გადაწყვეტილებათა დასაბუთების სტანდარტის გაუმჯობესება.

ამ ეტაპზე პროგრამაზე წვდომა გააჩნიათ მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, თუმცა უახლოეს დღეებში იგეგმება სისტემაში სხვა ინსტანციის მოსამართლეების ჩართვა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi