უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

hffgh

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 17/02/2015

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ვინდიკაციურ მოთხოვნებთან დაკავშირებით (საქმე №ას-899-857-2013).

მოცემულ საქმეზე მოსარჩელე  შპს „კ.“ მოითხოვდა შპს „შ. და კ-ს“ დაჰკისრებოდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებისათვის სს „ი-ს ვ-ს“ 2010-2011 წლების საბუღალტრო-ფინანსური დოკუმენტაციის სრულად გადაცემის ვალდებულება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ მოთხოვნაზე ვრცელდებოდა სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 160-ე მუხლები.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლი ეხება კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნას, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მფლობელს, რომელსაც არ გააჩნდა ფლობის უფლება, მაგრამ ამ ფაქტის მიმართ ის კეთილსინდისიერია, ჩამოერთვა მფლობელობა. ამ შემთხვევაში, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით. აღნიშნული მუხლი იცავს კეთილსინდისიერი მფლობელის უფლებას, ანუ მფლობელის, რომელსაც არ გააჩნდა მფლობელობის კანონიერი (სახელშეკრულებო) საფუძველი. განსახილველნორმა მიგვითითებს კეთილსინდისიერი მფლობელისაგან „მფლობელობის ჩამორთმევაზე.“ მითითებული ნორმის მიხედვით ახალ მფლობელს (მათ შორის მფლობელობის უკეთესი უფლების მქონე პირს) შეუძლია, ვინდიკაციის და არა თვითნებობის საფუძველზე დაიბრუნოს ნივთი. კეთილსინდისიერი მფლობელი ვერ მოითხოვს მფლობელობის დაბრუნებას უკეთესი უფლების მქონე პირისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უკეთესი უფლების მქონე პირმა ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით (იხ, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-524-493-2012).

ამ განმარტების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლი სადავო ურთიერთობაზე არ ვრცელდება, რადგან შპს „კ” და შპს „შ. და კ.“ წარმოადგენენ სს „ი.-ს ვ-ს“ საბუღალტრო-ფინანსური დოკუმენტაციის მართლზომიერ მფლობელებს და ამ დოკუმენტების წვდომასთან გააჩნიათ ერთნაირი უფლებრივი მდგომარეობა;  ამასთან გასათვალისწინებელია, რომ შპს „კ“ სარჩელით არ ითხოვს ამ დოკუმენტების მისთვის მფლობელობაში გადაცემას. ამ უკანასკნელის მიზანს (კანონიერ ინტერესს) წარმოადგენს ინფორმაციის მოპოვება მისი სიზუსტის შემოწმების მიზნით.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi