უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე...

dasd

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოცემული კრებულის პრეზენტაციას დაესწრო

გამოქვეყნებულია: 13/02/2015

2015 წლის 13 თებერვალს, სასტუმრო ,,რედისონში“,  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა უცხოელ სტუმრებთან ერთად განაჩენის დასაბუთებულობის სტანდარტებთან დაკავშირებით შემაჯამებელი  შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის პროექტის ,,სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელმძღვანელი მოსამართლე რენატე ვინტერი, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის იურიდიული მრჩეველი სტივენ ნეფი და ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერი მარიანა კიკუ.

სამუშაო ჯგუფი დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა. მათი მუშაობის შედეგად მომზადდა შესაბამისი წინადადებები სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის ფორმის, დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტური გამართულობის თაობაზე. თითოეული დოკუმენტი განხილული იყო კომისიის შეხვედრებზე, რამაც ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე კიდევ უფრო პრაქტიკული ხასიათი შეიძინა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდა.

სახელმძღვანელო წინადადებების (რეკომენდაციების) კრებულის შედგენისას ამასთანავე გათვალისწინებული იქნა საერთაშორისო  გამოცდილება განაჩენის დასაბუთების როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში არსებული პრაქტიკა და შიდა კანონმდებლობის მოთხოვნები.

სახელმძღვანელო წინადადებების კრებული სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე განკუთვნილია როგორც საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის, ასევე პრაქტიკოსი იურისტებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთათვის.

 პროექტი განხორციელდა ევროპის საბჭოს ,,მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“, ევროპის კავშირის ,,სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა“ და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩევლის პროგრამების ფინანსური მხარდაჭერით. 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi