უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე...

sff

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი უცხოელ კოლეგებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 03/02/2015

2015 წლის 3 თებერვალს  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა  ლიტვის, ლატვიისა და სლოვაკეთის უზენაესი სასამართლოს დელეგაციებს უმასპინძლა.

შეხვედრას, რომელიც უზენაეს სასამართლოში გაიმართა, დაესწრნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი, მოსამართლეთა ასოციაციის წევრები, ლიტვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რიმვიდას ნორკუსი, ლატვიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ივარს ბიშკოვიცი და სლოვაკეთის უზენაესი სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი იარმილა ურბანცოვა.

შეხვედრის მიზანი იყო ამ  ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.

კონსტანტინე კუბლაშვილი დელეგაციის წევრებს ქართული სასამართლო სისტემის მოდელისა და მოწყობის ძირითადი პრინციპების შესახებ ესაუბრა. სტუმრები გაეცნენ ქართული სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას.

დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და ,,მართლმსაჯულების მუზეუმი“.

ვიზიტის ფარგლებში უცხოელი მოსამართლეები მოინახულებენ თბილისის საქალაქო, მცხეთისა და სიღნაღის რაიონულ სასამართლოებს, ასევე ეწვევიან  იუსტიციის უმაღლესი სკოლის ახალ შენობას.

დელეგაციის ვიზიტი 6 თებერვალს დასრულდება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi