უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

ghg

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 02/02/2015

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ინტელექტუალური საკუთრების შესახებ დავების განსჯადობასთან დაკავშირებით (საქმე #ბს-424-413(გ-13)).

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული დავებისათვის დამახასიათებელია პროცესუალური ორგვაროვნება,ინტელექტუალური საკუთრებითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა ორი ერთმანეთისგან  დამოუკიდებელი მიმართულებისაა, ერთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს (სსიპ `საქპატენტის”) მიმართ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის შესახებ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივია და შესაბამისად დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული, ხოლო მეორეს მხრივ დაინტერესებული პირის მიერ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების დაცვის მოთხოვნა სამოქალაქო-სამართლებრივია.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ `საქპატენტის” მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე წარმოშობილი დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივია. განაცხადის მონაცემები ერთი თვის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენშიდა მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნებიდან სამი თვის ვადაში დაინტერესებულ პირს ეძლევა სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში შედავება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება, რადგან შედავება უშუალოდ შეეხება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას. თუ სამი თვის ვადაში სააპელაციო პალატაში არ იქნება შეტანილი სააპელაციო საჩივარი, `საქპატენტი~ ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას სასაქონლო ნიშნების რეესტრში და მონაცემებს რეგისტრირებული ნიშნის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების სამთვიანი ვადის გასვლა არ გამორიცხავს სასაქონლო ნიშნის მფლობელისადმი, როგორც ინტელექტუალური ობიექტის მესაკუთრისადმი, შედავების წარდგენის შესაძლებლობას. რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაცია ადასტურებს ობიექტის პირის საკუთრებაში ყოფნას. რეგისტრაციის მომენტიდან სასაქონლო ნიშანი სამრეწველო საკუთრებას წარმოადგენს და როგორც საკუთრების ობიექტი მონაწილეობს სამოქალაქო ბრუნვაში. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სასაქონლო ნიშანი იქცევა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტად და საკუთრებითი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ხოლო საქპატენტი, როგორც  რეგისტრაციის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე და მის აღსასრულებლად, შეიტანს შესაბამის ცვლილებას რეესტრში. დავის განსჯადობის საკითხს არ ცვლის ის გარემოება, რომ კერძო სუბიექტებს შორის დავის გადაწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს საქპატენტის მიერ რეგისტრაციის შეცვლა, ასეთ შემთხვევაში რეგისტრაციის ცვლილება  არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინიცირებული, მას არ აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა, ის არ არის წარმოშობილი ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და დეტერმინირებულია კერძო-სამართლებრივი ურთიერთობებით.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi