ისტორიული საბუთების კორპუსის III ტომის...

z

ისტორიული საბუთების კორპუსის III ტომის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 13/01/2015

2015 წლის 13 იანვარს  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართა წიგნის ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის III ტომის პრეზენტაცია და ისტორიული დოკუმენტების გამოფენა.

წიგნი გამოიცა უზენაესი სასამართლოს ფინანსური მხარდაჭერით. 

პრეზენტაციაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა და გამოცემის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

წინამდებარე ტომით სრულდება “ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის’’ პირველი სერიის პუბლიკაცია, რომელიც I და II ტომებთან ერთად მთლიანობაში წარმოაჩენს საქართველოს ერთიანობის ხანიდან ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ დოკუმენტებს. მათ შორისაა შეწირულებისა და წყალობის სიგელები, ფიცის წიგნები, საეკლესიო გუჯრები, სასამართლო აქტები და სხვ. ‘’კორპუსის’’ III ტომი მოიცავს XV საუკუნის მეორე ნახევარს. ტომში შესულ საბუთთა ნაწილი ცნობილია სხვა გამოცემებიდანაც, ნაწილი კი, პირველად ქვეყნდება.  წარმოდგენილი საბუთების კრიტიკულად დადგენილი ტექსტები სამეცნიერო ბიბლიოგრაფიით და დედნების ფოტო ასლებით დიდ სამსახურს გაუწევს საქართველოს ისტორიისა და ქართული სამართლის ისტორიის მკვლევართ, ენათმეცნიერებს, შესაბამისი პროფილის სტუდენტებს და, ზოგადად, საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ პირებს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi