მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების...

ssda

მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების კრიტერიუმებთან დაკავშირებით სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 13/01/2015

2015 წლის 13 იანვარს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“  საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის ეგიდით ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია. კონფერენციის თემატიკა გახლდათ მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების კრიტერიუმები.

კონფერენცია საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა მეიშვილმა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს კონფერენციის ჩატარების მიზნებსა და შედეგებზე ესაუბრა. კონფერენციის მონაწილეებს, ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

კონფერენციაზე სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იყო ნაშრომები, სადაც განხილული იყო მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების კრიტერიუმებთან დაკავშირებით  უცხოური პრაქტიკა და  საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვა.

კომისიის მიერ გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi