განაჩენის დასაბუთებულობის სტანდარტებთან...

ff

განაჩენის დასაბუთებულობის სტანდარტებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 12/01/2015

2015 წლის 12 იანვარს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განაჩენის დასაბუთებულობის სტანდარტებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა.

განაჩენის დასაბუთებულობის სტანდარტებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა და ამ ჯგუფის მიერ უკვე მომზადდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და წინადადებები, რომელთა მომზადების დროს გათვალისწინებული იქნა საერთაშორისო გამოცდილება. 12 იანვრის შეხვედრაზე  ევროპის საბჭოს ექსპერტმა  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის სტანდარტებთან დაკავშირებით   პრეზენტაცია წარმოადგინა.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის - „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ მიერ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi